
კანონმდებლობა
| საქართველოს მთავრობის დადგენილება №441 | 
| 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი | 
| პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი  მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის,  103-ე მუხლის პირველი, მეხუთე ნაწილების, 104‑ე მუხლის მეორე ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 და 25-ე მუხლის, შესაბამისად: | 
| მუხლი 1 | 
| დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი - სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ“. | 
| მუხლი 2 | 
| ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 11 დეკემბრის №2-231 ბრძანება. | 
| მუხლი 3 | 
| დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. | 
| 
 | 
ტექნიკური რეგლამენტი - საკონდიტრო წარმოება
განსაკუთრებით მალფუჭებადი სურსათი – პროდუქტები, მათ შორის ხორცის, რძის, თევზის, ბოსტნეულის პროდუქტები, საკონდიტრო ნაწარმი, რომელთა შენახვის ვადა არ აღემატება 72 სთ-ს, არა უმეტეს 60C ტემპერატურის პირობებში
შენახვის ვადის მითითება არ არის სავალდებულო ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის, რომელიც არ არის გათლილი, დაჭრილი, სასმელებისთვის, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლს 10%-ზე მეტი მოცულობით, პურფუნთუშეულისა და ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმისათვის, რომელთა მოხმარება ხდება გამოცხობიდან 24 საათის განმავლობაში, ძმრისთვის, შაქრისთვის, არომატიზებული ან/და შეფერილი შაქრებით დამზადებული საკონდიტრო ნაწარმისათვის, თაფლისთვის და საღეჭი რეზინისთვის;
