USAID
საქართველო, ქვეყანა, რომელიც კასპიის ზღვიდან ენერგო რესურსების სატრანზიტო დერეფანია ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია კავკასიის რეგიონში. საქართველოს მთავრობის მიზანია დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის გააძლიერება და სოციალური მომსახურეობის სისტემის დახვეწა. 2012 წელი ისტორიული მნიშვნელობის იყო საქართველოსთვის, ჩატარდა პირველი მშვიდობიანი არჩევნები კონკურენტუნარიან სივრცეში და ქვეყანა კონსტიტუციურ მმართველობაზე გადავიდა. 2014 წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
USAID საქართველოში მუშაობს 1992 წლიდან. 24 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,5 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. წარმატებული პარტნიორობის პირობებში აშშ-ს მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონ დოლარს გამოყოფს 55 სხვადასხვა პროგრამისთვის. ეს პროგრამები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ, თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე და დასავლეთზე ორიენტირებულ განვითარებას.
USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.