სათბური - ქინძი, კამა, ოხრახუში

სათბური - ქინძი, კამა, ოხრახუში


სათბური - ქინძი, კამა, ოხრახუში


დამკვეთი: ვასილ ვაშაკიძე

 

დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით კომპანია შპს „ინოსისტემსის“ მიერ სამტრედიის რაიონის სოფ. დიდი ჯიხაისში დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით მწვანილის: ქინძის, კამის, ოხრახუშის სათბურის პროექტის დამუშავება.

კომპანია შპს „ინოსისტემსმა“ აღნიშნული პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები:

 

1.

გენგეგმა;

2.

კონსტრუქციული ნაწილი;

3.

ელექტრული ქსელების ნაწილი;

4.

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემები;

5.

ტექნოლოგიური ნაწილი: ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით;

6.

ასევე აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი პრაქტიკულად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას.

 

მწვანილის სათბურში გაშენებისათვის სტრატეგიულ საკითხებს მიეკუთვნება:

1.

სათბურის სახეობა და მისი აღჭურვილობა;

2.

სათბურში მწვანილის მოყვანის აგრომეთოდები და მისი პარამეტრები;

3.

მწვანილის კულტურული ჯიშების შერჩევა;

4.

გრუნტის შერჩევა;

5.

შერჩეული ჯიშების მიხედვით მოყვანის აგრომეთოდის შესაბამისი ტექნოლოგიები.

 

მწვანილის პროდუქტიულობაზე აგრეთვე გავლენას ახდენს სათბურის ადგილმდებარეობა, სათბურში მწვანილის ზრდისა და განვითარების პირობები, ტექნოლოგის და პერსონალის გამოცდილება.


კონტაქტი

გაქვთ პროექტი? მოვამზადოთ ერთად.

დაგვირეკეთ, ან მოგვწერეთ — 24 საათში დაგიბრუნდებით ღირებულების პირველი გათვლით.