+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სოუსების წარმოება


სოუსების წარმოება


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ სოუსების საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

სოუსი (ფრანგ. sauce  - წვნიანი) - თხევადი სანელებია მთავარი კერძისთვის ან / და გარნირისთვის. სოუსი აძლევს კერძებს უფრო  მსუყე გემოს და ზრდის მათ კალორიულობას. ბევრი სოუსი შეიცავს სანელებლებსა და არომატიზატორებს, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე. სოუსების ფერადი შეფერილობა ლამაზად ეხემაბა  კერძის ძირითად პროდუქტებს.

სოუსი შეიძლება ასევე მივირთვათ ტკბილ კერძებთან, მაგალითად არაჟანი ან ნახევრად თხევადი კისელი ბლინებთან ან ალადიკებთან.

სოუსები მიდის არა მხოლოდ  მზა კერძებთან, არამედ ის გამოიყენება მათი მომზადების პროცესში: ბევრი პროდუქტი შემწვარია სოუსში ან გამომცხვარია სოუსით.

ფართოდ გავრცელებული სოუსებია: კეტჩუპი, მაიონეზი, სოიოს სოუსი, ბეშამელი, ტყემალი, საწებელი, სალსა, თევზის სოუსი, ნივრის სოუსი, სოკოს სოუსი, ტარტარი.

თითოეული სოუსი შეიცავს თხევად ელემენტსა და დამატებით ნაწილს, რომელშიც შედის სხვადასხვა პროდუქტები, სანელებლები და მწვანილები. სოუსი, რომელიც დამზადებულია გარკვეულ თხევად ბაზაზე და შეიცავს დამატებითი ინგრედიენტების მინიმალურ რაოდენობას, ეწოდება ძირითადი. სოუსებს, რომლებიც დამზადებულია ძირითადის ბაზაზე სხვადასხვა პროდუქტების დამატებით, უწოდებენ წარმოებულებს.

სოუსების წარმოება არის ახალი და დინამიურად განვითარებადი დარგი მთელს მსოფლიოში პროდუქციის ფართო და მუდმივად მზარდი ასორტიმენტით. ყოველივე ეს იწვევს ამ პროდუქტის წარმოებისა და ინოვაციების მაღალ მოთხოვნილებას.