+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ხილ-ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობა


ხილ-ბოსტნეულის შესანახი სამაცივრე მეურნეობა


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

ხილისა და ბოსტნეულის გაგრილების დანადგარი აუცილებელია საკვები პროდუქტების შესანახად. თუმცა, თუ სახლის პირობებში საკვების შესანახად საკმარისია ერთი მაცივარი, ფართო მოხმარებისთვის, როგორც ვაჭრობის ობიექტებში გაყიდვის შემთხვევაში საჭიროა დიდი სამაცივრე დანადგარი. უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ტიპის პროდუქციის შესანახად უნდა იქნას შერჩეული ტემპერატურის განსხვავებული რეჟიმები. დავუშვათ, თუ ბროწეულის შენახვა დასაშვებია -2C- დან ტემპერატურის სიხშირეებზე, მაშინ ისეთი პროდუქტის შემთხვევაში, როგორიც არის ბანანი მსგავსი პირობების შექმნა დაუშვებელია, რადგან გამოვიწვევთ ბანანის ლპობას. არსებობს მითი, რომ ცივ სათავსოში აბსოლუტურად ნებისმიერი პროდუქტის შენახვაა შესაძლებელი, მაგრამ ხალხი არ ფიქრობს, რომ გადაჭარბებულმა სიცივემ ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს მის ლპობას, როგორც ჭარბმა სითბომ.

მყისიერი გაგრილების პრინციპი უდევს საფუძვლად ბოსტნეულისა და ხილის სამაცივრე საწყობებს. პროდუქტების პირველი ჩატვირთვისას, ხდება მათი გაგრილება საჭირო ტემპერატურამდე. შემდეგ პროდუქცია ინახება კომფორტულ პირობებში. ამავე დროს, თითოეული ნაყოფისათვის იქმნება გარკვეული შენახვის რეჟიმი.

ტემპერატურის რეჟიმი,

ბოსტნეულისა და ხილის შენახვის სამაცივრე საწყობებში ტემპერატურა შეიძლება იყოს მინუს 5 დან 18 გრადუსამდე, რაც დამოკიდებულია დატვირთული პროდუქტის დასახელებაზე. სხვადასხვა ხილისთვის ტემპერატურა იქნება განსხვავებული.

ჰაერის ტენიანობა,

შეფუთული პროდუქტებისგან განსხვავებით, ბოსტნეულისა და ხილისთვის აუცილებელი პარამეტრია ჰაერის ტენიანობა მაცივარში. თუ არ გავითვალისწინებთ ტენიანობას, მოხდება  პროდუქტების გამოშრობა, გაფუჭება და დაკარგავს სავაჭრო ფორმას.

რეგულირებადი აირის გარემო,

მნიშვნელოვანი პირობა საწყობებში ბოსტნეულის, კენკრისა და ხილის გრძელვადიანი შენახვის უზრუნველსაყოფად აირის შემადგენლობის კონტროლია. ჟანგბადის, აზოტის, ნახშირორჟანგისა და ეთილენის კონცენტრაცია რეგულირდება მაცივრებში. რეგულირებადი აირის გამოყენებისას სამაცივრე სათავსოს საფასურის ხარჯები (ასევე მონტაჟისა და ექსპლუატაციის სირთულე) მნიშვნელოვნად იზრდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ  ბოსტნეულისა და ხილის შენახვის ხანგრძლივობა პროპორციულად იზრდება.