+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

რეპროდუქტოლოგიის ცენტრი - New Life


რეპროდუქტოლოგიის ცენტრი - New Life


დამკვეთი: შპს „ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტო ნიუ ლაიფ ჯორჯია“

პროექტის დაკვეთა მოხდა 2019 წლის 15 აპრილს.

პროექტი დასრულდა 2021 წლის 18 მარტს.

დაკვეთის საგანი:

ქ. თბილისში აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი რეპროდუქციული ჰოსპიტალის არქიტექტურული პროექტის მომზადებისას ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, საინჟინრო, სახანძრო, შიდა და გარე ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მიმართულებით პროექტირება GMP, ISO და ადგილობრივი სტანდარტების გათვალისწინებით.

კომპანია „ინოსისტემსი“ ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:

1.

ტექნოლოგიური ნაწილი;

2.

კონსტრუქციული ნაწილი;

3.

საინჟინრო ნაწილი:

3.1

ელექტრული ნაწილი;

3.2

სუსტდენიანი სისტემები;

3.3

სანტექნიკური ნაწილი;

3.4

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილი;

3.5

გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა;

3.6

ხანძარქრობის სისტემები.

4.

პროექტის საავტორო ზედამხედველობა.

 

დღეს უშვილო წყვილთა რაოდენობა საგრძნობლად დიდია. რა იწვევს ამ პრობლემას?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, მამაკაცის პრობლემებით გამოწვეული უნაყოფობა უკვე უტოლდება ქალის უნაყოფობის პროცენტულ მაჩვენებელს, რაც, ძირითადად, გამოწვეულია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელებით, სოციალური გარემოს სტრესული მდგომარეობით და ასე შემდეგ. ქალის უნაყოფობის გამომწვევი მიზეზები მრავალია: სასქესო ორგანოს ინფექციები, განვითარების მანკები, რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიები - პოლოკისტოზი, ენდომეტრიოზი, იმუნოლოგიური და გენეტიკური ფაქტორი და სხვა.
ყველა ჩამოთვლილი მიზეზის აღმოფხვრა მედიკამენტების ჩარევით თუ ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში ხელოვნური განაყოფიერება მაღალი პროცენტით პრობლემის მოგვარების გარანტია

ნორმალური რეპროდუქციული ასაკის პაციენტებთან, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში არ დადგა ორსულობა, მაშინ მათ აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და დროულად ჩაიტარონ დიაგნოსტიკა და მკურნალობა. 35 წლის ასაკში ოჯახის შექმნის შემთხვევაში სექსუალური ცხოვრების დაწყებიდან 6 თვეში თუ არ მოხდა ორსულობა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

კლინიკისა და შესაბამისი სპეციალისტის არჩევა პაციენტისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც წესი, პაციენტი ირჩევს სპეციალისტს, რომელთანაც თავს იგრძნობს კომფორტულად, ვინც ყურადღებით მოუსმენს და მისი დაორსულების შანსს გაზრდის.

განაყოფიერებისას წარმატებული შედეგის მისაღებად, ძალიან ძნელია ვთქვათ, თუ ვის უფრო დიდი როლი ეკისრება, ექიმის მომზადებას, განათლებას, პრაქტიკულ ჩვევებს თუ ემბრიოლოგის სტატუსს. ემბრიონის ხარისხზე აბსოლიტურად დამოკიდებულია ორსულობის შედეგი. ემბრიონის ხარისხს განაპირობებს, როგორც ექიმის კვალიფიკაცია, ასევე ემბრიოლოგის მიერ ჩატარებული სამუშაო.

ემბრიოლოგთან მიდის კვერცხუჯრედი, რომელიც მიიღება ქალის საკვერცხედან. კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის ერთმანეთთან შერწყმა და ემბრიონის ჩამოყალიბება კი მიდის ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში. გარდა ემბრიოლოგის კვალიფიკაციისა, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს   უახლესი თანამედროვე ლაბორატორიულ აღჭურვილობას და იმ ნიადაგს, რაზეც მუშაობს ემბრიოლოგი.

ევროპის   ხელოვნური განაყოფიერების   კლინიკებს შორის ავსტრიის ერთ-ერთი განთქმული   კლინიკა "Goldenes Kreuz-ი" იკავებს წამყვან ადგილს in vitro ხელოვნური განაყოფიერების სფეროში. ამ კლინიკაში დამუშავებულია უნიკალური და უახლესი მეთოდიკები, რაც ყველაზე უიმედო შემთხვევებშიც კი ეხმარება პაციენტებს და იძლევა დადებით შედეგს.

კლინიკა"Goldenes Kreuz"-ის ხელოვნური განაყოფიერების დადებითი შედეგების პროცენტული მაჩვენებელი ევროპის ქვეყნების   შესაბამისი მონაცემების მაჩვენებელთან შედარებით - ყველაზე მაღალია.