+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ბიომეურნეობა


ბიომეურნეობა


დამკვეთი: ფიზიკური პირი იაგო გაბარაშვილი

პროექტის დაკვეთა მოხდა 2019 წლის მარტში.

მიმდინარეობს პროექტის დამუშავება.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს კახეთის რეგიონში დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით ბიომეუნეობის პროექტის დამუშავება.

ბიომეურნეობა (იგივე ორგანული მეურნეობა, იგივე ეკომეურნეობა) ნიშნავს სპეციალურად შემუშავებული და შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად მოწყობილ მეურნეობას.  ამ მეურნეობაში მოყვანილ პროდუქტს ჰქვია ბიოპროდუქტი (იგივე ორგანული პროდუქტი ან ეკოპროდუქტი). რაც შეეხება ზემოთნახსენებ სტანდარტებს, ისინი სრულიად გამორიცხავენ მეურნეობაში ქიმიური საშუალებებითა და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებით პროდუქტების წარმოებას, ანუ ბიომეურნეობაში მოყვანილი პროდუქტი ითვლება როგორც ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა.

ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება. განსაკუთრებით ეს ეხება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაცილებით მაღალია, ბიოპროდუქცია კი მაღალი თვითღირებულებით და შესაბამისად, მაღალი სარეალიზაციო ფასით გამოირჩევა.