+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ჩურჩხელას საწარმო


ჩურჩხელას საწარმო


დამკვეთი:  ზაალ ალიევი

 

დაკვეთის საგანს წარმოადგენს ჩურჩხელას საწარმოს პროექტის დამუშავება ქალაქ მცხეთაში.

კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ასევე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით .

 

1.

დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი;

2.

ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით;

3.

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის;

4.

ტექნოლოგიურ ნაწილში შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით;

5.

შესაბამისი აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.

როგორც ცნობილია ჩურჩხელა უხსოვარი დროიდან ითვლება ქართულ ტრადიციულ ტკბილეულად, რომლის ძირითადი ნედლეულია ყურძნის წვენი, ნიგოზი და დანამატად პურის ფქვილი. ჩურჩხელას დამზადების ტექნოლოგიური პროცესის ეტაპებია:

1.

თხილეულის, ნიგოზის მომზადება მოიცავს მის გამოშრობას დაბალ ტემპერატურაზე, გაცივებას, გახვრეტას და აცმას 20-25 სმ სიგრძის სპეციალურ თეთრ ძაფებზე.

2.

ყურძნის წვენის მოხარშვა დაბალ ტემპეპატურაზე.

3.

მოხარშული წვენის შესქელება პურის ფქვილით, აუცილებლად მორევით.

4.

მოხარშულ მასაში მომზადებულ ძაფზე აცმული ნიგვზის ამოვლება 2-3 ჯერ შეშრობის შუალედით.

5.

ამოვლებული ჩურჩხელების შრობა სპეციალურ საკიდებზე.

6.

მშრალი ჩურჩხელების ამოვლება შაქრის ფქვილიან სახამებლიან ნარევში.

7.

მზა ჩურჩხელების დაფასოება სტანდარტის შესაბამისად.

ჩურჩხელების დასამზადებლად თხილეულის სახით ასევე გამოიყება თხილი, არახისი, ნუში.

ხოლო ყურძნის წვენის ნაცვლად კი შეიძლება ნატურალური ხილფაფების და წვენების გამოყენება შესაბამისი განსხვავებული ტექნოლოგიებით.