+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სასათბურე მეურნეობა


სასათბურე მეურნეობა


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ სასათბურე საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

სასათბურე მეურნეობა (ასევე სათბური) არის სტრუქტურა, რომელიც იქმნება გამჭვირვალე მასალისგან დამზადებული კედლებითა და სახურავით. ასეთ მასალას წარმოადგენს მინა. სათბურები საშუალებას გვაძლევს, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე, მოვახდინოთ მზის ენერგიის აკუმულირება და ხელოვნურად ვარეგულიროთ მცენარეთა ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ყველა ფაქტორი, მცენარეები დავიცვათ არახელსაყრელი ბუნებრივი მოვლენების: სეტყვის, ქარის, გვალვა თუ წაყინვებისგან.

თანამედროვე სათბურები აღჭურვილია სპეციალური ტექნოლოგიებით, რომელთა დახმარებითაც მცენარეთა ზრდა-განვითარებისა და მაქსიმალურად უხვი  მოსავლის მისაღებად ოპტიმალური პირობების შექმნაა შესაძლებელი.

ზოგადად სათბურები იყოფა ორ ჯგუფად  - ერთსექციანი და ბლოკური. ორივეს გააჩნია რიგი უპირატესობანი და ნაკლოვანებები.

სოფლის მეურნეობის მოწინავე ქვეყნებში საწარმოო მიზნებისთვის იყენებენ ბლოკურ სათბურებს. ერთსექციანი (თაღური ან ტრაპეციისებური) სათბურებიდან უფრო მეტადაა გავრცელებული ანგარული ტიპის მინით, პოლიეთილენის ფირით ან პოლიკარბონატით გადახურული სათბურები.

მათში განათება გაცილებით მაღალია, ვიდრე ბლოკურ სათბურებში. თუმცა სითბოს დანაკარგები ანგარულ სათბურებში მეტია, გარდა ამისა დაჩრდილვის თავიდან აცილების მიზნით მათ გარკვეული მანძილით აშორებენ ერთმანეთს, რისთვისაც საჭიროა მეტი სამშენებლო ფართი.

ბლოკურ სათბურებში შედარებით შემცირებულია სითბოს დანაკარგები, შესაძლებელია მექანიზაციის გამოყენება (რაც საგრძნობლად ამცირებს შრომის დანახარჯებს) და მიკროკლიმატის ავტომატური რეგულირებაა.