+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

შ.პ.ს. SRT - ზუგდიდის თხილის საწარმო


შ.პ.ს. SRT - ზუგდიდის თხილის საწარმო


შ.პ.ს. SRT - ზუგდიდის თხილის საწარმო

დამკვეთი: შპს „SRT“

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 6 ივლისს.

პროექტი განხორციელდა 2018 წლის 27 ივლისს.

კომპანია ინოსისტემსმა“ თხილის პროექტის ტექნოლოგიურ ნაწილში განახორციელა შესაბამისი მასალების მოძიება, დამუშავება და შესთავაზა დამკვეთს, როგორებიცაა:

ნედლეულის მიღება და მასზე შენახვის პერიოდში თვალყურის დევნება დიდი ყურადღებას საჭიროებს. აუცილებელია ყოველდღიური დაკვირვების წარმოება. თუ ხარისხის მკვეთრი გაუარესების ნიშნები შეიმჩნევა, აუცილებელია ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება და გადამჭრელი ზომების მიღება.

თხილის შესანახი სათავსო (საცავი) გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. რაციონალურად დაგეგმილი საცავების ყველა ტიპი იძლევა შენახვისას გარემოს ოპტიმალური რეჟიმის დაცვის შესაძლებლობას, შემდეგი ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით:

თხილი გარანტირებულად დაცული უნდა იყოს გარედან მიღებული დატენიანებისაგან. ცდებით დადასტურდა რომ შენახვის დროს ტენიანი გარემოდან ნაყოფი 0,7-10%-მდე ტენს შთანთქავს.

არ უნდა იქმნებოდეს ხელსაყრელი პირობები მავნებლების გავრცელებისათვის.

კონსტრუქციას არ უნდა ჰქონდეს ზედმეტი კუთხეები, მოსახვევები და სხვა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მტვრის დაგროვება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ განიავება, დეზინფექცია იოლად ტარდებოდეს და ნედლეულის პერიოდულად დათვალიერება ადვილად შესაძლებელი იყოს.

საცავი მოხერხებული უნდა იყოს ნედლეულის მიღების, გადაადგილების და სხვა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად.

თხილის შენახვის პერიოდში აუცილებელია დაკვირვება ტემპერატურაზე და ტენიანობაზე. საჭიროების შემთხვევაში ტარის გარეშე შენახვის პირობებში მიმართავენ ნაყოფის არევა-განიავებას. ნაყოფის ხარისხი მოწმდება ორგანოლეპტიკურად (ყნოსვით, გემოს გასინჯვით), აწონვით, გულის განკვეთით. ნაყოფის გულის გემოსა და ფერის შეცვლა (გაყვითლება) ნედლეულის ხარისხის გაუარესებისაკენ მიანიშნებს.

ყველაზე მნიშვნელოვანია (შენახვის თვალსაზრისით) გულში ტენის შემცველობა, რომელიც ლაბორატორიულად ან სპეციალური აპარატურის გამოყენებით ისაზღვრავება და ხდება მისი შედარება არსებულ სტანდარტთან.

ინსპექციის და ტესტირების ყოველი შედეგი წარმოადგენს ინდიკატორს, შეესაბამება თუ არა პარტიის ხარისხობრივი მაჩვენებლები სტანდარტის მონაცემებს.

თუ ნედლეული პაკეტებში (ტომრებში) ინახება, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ გამოყენებული მასალა უნდა იყოს სუფთა, მშრალი, გარე სუნის გარეშე, არ შეიცავდეს ჯანმრთელობისათვის მავნე მინარევებს.

გაუტეხავი თხილი ტომრებით უნდა ინახებოდეს არაუმეტეს 15-20 °C ტემპერატურაზე, ჰაერის ფარდ. ტენიანობით არაუმეტეს 65-70%-ისა, მშრალ, ვენტილირებულ და გრილ ადგილებში, სადაც დატენიანება გამორიცხულია.

თხილის გული ხანგრძლივი შენახვისთვის (3 თვეზე მეტი) ინახება ვაკუუმ შეფუთვით, არა უმეტეს 0-50 °C, ჰაერის ფარდ. ტენ. – არაუმეტეს 65%.

შენახვის დროს ტომრების წყობის სიმაღლე არ უნდა იყოს ექვს რიგზე მეტი. რიგებს შორის საჭიროა მანძილი ვენტილაციისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნედლეულს, რომლის ფუმიგაცია მოხდა საწყობიდან საექსპორტოდ მისი გადატვირთვისას. ამით შესაძლებელია გაკონტროლდეს დასაწყობებისას არსებული მავნებლები და მოხდეს მწერების გამრავლების პრევენცია ტრანსპორტირებისას.

აუცილებელია ყოველი წლის მოსავლის აღებისა და შენახვის პროცედურების დოკუმენტირება, რათა დაფიქსირდეს როგორც შესაბამისი მაჩვენებლები (მაგ., ტემპერატურა, ტენიანობა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობა), ასევე ტრადიციულად, პროცედურებიდან გადახრა ან მათი ცვლილებები. მავნებლების ეფექტური კონტროლი გულისხმობს კომპანიაში გარკვეული აკრძალვების დაწესებას. კერძოდ:

დაუშვებელია საწარმოს ტერიტორიაზე და შენობაში შინაური ცხოველების არსებობა;

მწერებისა და ფრინველებისგან დაცვის მიზნით გაღებად ფანჯრებზე დამონტაჟებულია მწერებისგან დამცავი ბადეები;

არ შეიძლება გარეთ გამავალი კარების ღიად დატოვება;

ღიობები შენობის ნებისმიერ ნაწილში ფანჯრებისა და კარების ჩათვლით დახურული უნდა იყოს;

აკრძალულია საწარმოს შენობის შიგნით ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მავნებლებთან საბრძოლველად;

დაუშვებელია ვიზუალურად შესამჩნევი მავნებლებით დაბინძურებული ნედლეულის მიღება.

საწარმოს ფუმიგაცია

საწარმოს ფუმიგაციას ახორციელებს სპეციალიზებული ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი კომპეტენცია და გამოცდილება აქვს. ფუმიგაციისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს:

მხოლოდ საქართველოში და, ამავდროულად, საექსპორტო ქვეყნებში ნებადართული ფუმიგანტების გამოყენება და შესაბამისი ნებართვების არსებობა.

კომპანია „ინოსისტემსის“ კომპეტენტური სპეციალისტები მზად არიან დამკვეთს ყოველგვარი საჭირო კონსულტაცია და მომსახურება გაუწიონ ნებისმიერ სფეროში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში.