+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონდიტრო წარმოება


საკონდიტრო წარმოება


შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ საკონდიტრო საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. 

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

საკონდიტრო ნაწარმი წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროდუქტს. საკონდიტრო ნაწარმი იყოფა ორ ნაწილად. ესენია: შაქრიანი (მურაბა, ჟელე, ნაყინი, კანფეტი, ზეფირი, ჰალვა, შოკოლადი) და ფქვილიანი ნაწარმი (ვაფლი, ტორტი, ნამცხვარი, კექსი...). ნებისმიერ შემთხვევაში საკონდიტრო ნაწარმი გამოირჩევა შაქრის და შაქრის შემცველობის პროდუქტების (თაფლი, ფრუქტოზა, ხილი) დიდი რაოდენობით. საკონდიტრო ნაწარმი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს როგორიცაა: ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მინერალურ ელემენტები, ვიტამინები.

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელი გახდა პროდუქციის ბიოლოგიური ღირებულებების გაზრდა, ვიტამინების და აქტიური ფერმენტების შენარჩუნება. მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნაწარმის კვებითი ღირებულების შენარჩუნება.

საკონდიტრო ნაწარმი შემოქონდათ არაბეთიდან, და დღემდე არაბები განთქმულნი არიან ტკბილეულის უამრავი სახესხვაობებით, ამასთან არაბებმა პირველებმა გამოიყენეს შაქრის დუღილი საკონდიტრო ნაწარმის ახალი სახეობების მისაღებად. თუმცა, შორეულ წარსულში საკონდიტრო ნაწარმის მომზადებაში მთავარ მიღწევად ითვლებოდა შედედების აღმოჩენა, რის საშუალებითაც ძველ ეგვიპტეში დაიწყეს საფუარიანი ტკბილღვეზელების გამოცხობა.

საკონდიტრო ნაწარმის წარმოების ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა საფრანგეთი. მეცამეტე საუკუნეში მცხობელებმა მიიღეს ოფიციალური სტატუსი, მაგრამ სპეციალიზაცია ჯერ კიდევ არ ქონდათ და აცხობდნენ ყველაფერს რაც კი იყიდებოდა. საკონდიტრო წარმოებამ განვითარება დაიწყო 1533 წლიდან, როდესაც ჰენრიხ 2 დაქორწინდა ეკატერინე მედიჩზე. იტალიელმა კონდიტრებმა საფრანგეთში ჩაიტანეს ნაღების ნაყინის და მოხარშული ცომის საიდუმლოებები.