+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

თელავი, ვარდუბანის მეფრინველეობის ფერმა - სადედე გუნდი


თელავი, ვარდუბანის მეფრინველეობის ფერმა - სადედე გუნდი


 

დამკვეთი: შპს ,,სალვუს საქართველო,,

პროექტის დაკვეთა      მოხდა 2018  წლის   7 მარტს 

პროექტის დამუშავება დამთავრდა    2018  წლის   7 მაისს

 

დაკვეთის საგანს წარმოადგენს - შემკვეთის დავალებით შემსრულებლის  კომპანია შპს „ინოსისტემსის“   მიერ  ქათმის ფერმის დაპროექტება (წარმადობით 300 დასაკლავი ვარია 24 საათში)   ქალაქ თელავში, სოფელ ვარდუბანში.

,,შპს „ინოსისტემსის“მხრიდან განსახორციელდა   შემდეგი სამუშაოები:  

      1. საძიებო სამუშაოები

     2,კონცეპტუალური დიზაინის ესკიზი

      3. არქიტექტურული ნაწილი

       4.კონსტრუქციული ნაწილი

        5.საინჟინრო ნაწილი

        6.ტექნოლოგიური ნაწილი

 ადამიანები  3 ათას  წელზე მეტია რაც ამ ფრინველს ზრდის,  ამრავლებს და მისგან მიღებულ  კვერცხს,  ხორცს,  ბუმბულსა და მის მიერ გადამუშავებულ  საკვებსაც იყენებს.

სიტყვა ბროილერი ინგლიური წარმოშობისაა და ნიშნავს ცეცხლზე შეწვას, აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ბროილერების წარმოება დაიწყეს 1954-56 წლებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში, იაპონიაში საბროილერე მრეწველობამ ისეთი განვითარება ჰპოვა, რომ ქათმის ხორცი დელიკატესიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე იაფ პროდუქტად..დელიკატესიდან გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე იაფ პროდუქტად.

არსებობს ბროილერების მრავალი კროსი (გარკვეული სქემებით შეჯვარებით მიღებული ხაზები. ფართოდ გავრცელებული იმპორტული კროსებია: ევრიბიდი, კობბ-500, არბორ-აიკრეს, რომელთაც ახასიათებთ ზრდისა და განვითარების მაღალი მაჩვენებლები.

 ბროილერი არის ფინალური ჰიბრიდი, რომელთაც კვებავენ 42-56 დღეს. ამ დროისთვის წიწილების ხორცი არის ნაზი, მსუყე, მათში გროვდება ყველაზე მეტი ცილა. მეტხანს კვება არაეფექტურია, ხორცი უხეშდება, წონამატი კლებულობს, იხარჯება ზედმეტი საკვები.

 

ქათმები  იყოფიან მეკვერცხულ, სახორცე და კომბინირებულ  ჯიშებად.

სახორცე ფრინველის წარმატებულად გამოზრდის აუცილებელი პირობებია:

  • ინკუბაცია (კვერცხის ზომა, გამოჩეკვის %, ტექნოლოგიური პარამეტრები.)
  • წიწილების ადგილამდე მიყვანის სისწრაფე;
  • შენობის მომზადება.
  • შენახვის პირობები (გალიის, იატაკის, ფრინველის ჩასმის სიმჭიდროვე).
  • შენობაში საჭირო მიკროკლიმატის უზრუნველყოფა.
  • კვება.
  • ვეტერინალური სამუშაოები.

სახორცე  ჯიშის ქათმებისთვის წიწილების  გამოჩეკა ხდება სპეციალურ    ინკუბატორებში სადაც შექმნილია შესაბამისი ტექნოლოგიური პარამეტრების პირობები:  ტემპერატურა და ტენიანობა.

საინკუბაციო კამერაში დალაგებისას  ტემპერატურა უნდა იყოს 37,6°C, სინესტე 60% .დალაგებული კვერცხი  დევს 19 დღის განმავლობაში.

 შემდეგ უნდა მოხდეს მისი გადატანა  გამოსაჩეკ კამერაში სადაც ტემპერატურა უნდა იყოს  37,2°C, სინესტე  80-90%  და   დევს 3 დღე, სადაც ხდება კვერცხიდან გამოჩეკილი  წიწილის მოცილება.

21 დღისა და 10 საათის შემდეგ წიწილების გადაყვანა ხდება სწრაფად   საფრინველე  განყოფილებაში, სადაც აულილებელია 33°C ტემპერატურისა და (75-80 )%ტენიანობის მაჩვენებლების დაცვა.  საფრინველეში გადაყვანილი წიწილები  მთლიანად იზრდება დასაკლავ ქათმამდე ( 35-40) დღის განმავლობაში. ეს ეხება  ,,კროსი ბროილერი 308,, ჯიშის  წიწილას (რომელსაც მსხვილი, ბუთხუზა  ფეხი აქვს). ის შედარებით   სწრაფად იზრდება.

წიწილების ჩასმის სიმჭიდროვის  ცხრილი (გალიების შემთხვევაში);

ასაკი დღე   1                5             10             15              20        25        30        35       40       50         55

 ფართი      

 კვ.მ.        30-32          22-25       19-20       18-19           17        16        13        12        10        7          6

  

 1  ქათმიდან დაკვლის  შემდეგ  დაახლოებით  მიიღება  2 კგ-მდე ხორცი.

წიწილების სასტარტო პერიოდში გამოზრდის თავისებურებანი:

 (0-14 დღე) წიწილების მიღებისთანავე გულდასმით   ხდება დათვალიერება. მათ უნდა ჰქონდეთ მუქი თვალები,  ფუნფულა ბუმბული არ უნდა გააჩნდეთ გენეტიკური დეფექტები.

წიწილების მიღებამდე შენობას უნდა გაუკეთდეს დეზინფექცია და გათბეს 34°C -მდე. შენობა წიწილებისათვის უნდა მოეფინოს მუყაოთი, ან  გამოივყენოთ  გოფრირებული ქაღალდი,  რადგან მასზე უკეთ ჩერდება საკვები და წიწილებიც უკეთ მოძრაობენ.

საფენი  მასალა უნდა შეიცვალოს 7-10 დღეში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძლიერ დაბინძურდება ნაკელით. დაბინძურებულ  საფენზე წიწილებს უჭირთ მოძრაობა, ასევე შეიძლება მათ დაიზიანონ თითები საიდანაც შეახწევს ბაქტერიები, რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს წონამატის კლება.

საკვები უნდა მიეცეს  არა მარტო ლანგრზე, არამედ (საფენზე) მობნევით რათა სუსტმა წიწილებმაც დაიწყონ კენკვა.

გამოჩეკვის  შემდეგ   პირველი 5 დღე   სასურველია წიწილებს მიეცეს თვითონ კვერცხის გული,რადგანაც ის მდიდარია ცილოვანი ნივთიერებებით და წიწილა კარგად ინელებს  მას. ასაკის  მიხედვით წიწილების კვების რაციონი მნიშვნელობნად  იცვლება.

 ჯანმრთელი ფრინველისათვის გასაზრდელად  უმჯობესია გამოვიყენოთ ტრადიციული საკვები. საქართველოში   ქათმის კვებაში  ყველაზე გავრცელებული მარცვლეული არის  სიმინდი,  განსაკუთრებით  ყვითელი,რომლის ტენიანობაც არ უნდა იყოს 13%.-ზე მეტი.

ამიტომ  ქათმის საკვებად სიმინდი გამოიყენება მოსავლის აღებიდან მხოლოდ 3  თვის  შემდეგ, როცა მასში  შენახვის  დროს ტენიანობის ნიშნული უკვე დაწეულია აღნიშნულ მაჩვენებლამდე.

ქათმის კვებისათვის ასევე  გამოყენებულია კონცენტრირებული  საკვები  პრემიქსი 

სიმინდთან  ერთად  კომბინაციაში,რომელიც დაშვებულია  საქართველოს   სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ.

პირველი  20 დღე --- 35%  პრემიქსი ,   65 % ყვითელი  სიმინდი.

20 დღის შემდეგ    ----30% პრემიქსი,    70% ყვითელი სიმინდი.

ქათამს შეიძლება მიეცეს დღეში( 100-110  ) გრამი  კომბინირებული საკვები  შემდეგი დასახელებებიდან :

  1. შვრიის შემცველი
  2. სოიოს შემცველი
  3. ფეტვის სემცველი
  4. სიმინდის შემცველი

ჯანმრთელი ფრინველის  გაზრდისათვის აუცილებელია  ვეტერინარული ციკლის კონტროლი  და  მათ უტარდებათ შემდეგი ვაქცინაციები:

  1. ნიუკასლის -იგივე შავი ჭირის(  რომლის დაავადების  დროსაც ქათამს აქვს  გამოხატული-ე.წ.ცემინება ბიბილოების გამუქება და კისრის მოგრეხა.)
  2. განბორასი

ფერმერი აუცილებლად უნდა იყოს  ყურადღებით და  ქათმის მიერ  აღნიშნული სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში  სასწრაფოდ უნდა გაატაროს  შესაბამისი ღონისძიებები.