+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ტყემალაძეების ტყემალი


ტყემალაძეების ტყემალი


დამკვეთი: „ტყემალაძეების ტყემალი“

 

კომპანია შპს "ინოსისტემმა" აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით:

დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.

ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალებისა და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტთან შედარებით.

შესაბამისი აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება- წარმოებაში პრაქტიკული დანერგვისათვის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.