+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ხილის შრობა


ხილის შრობა


შპს "ინოსისტემსი" ხილის შრობის საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

იდეიდან მოქმედ საწარმომდე!

ჩირი - გამომშრალი ხილი ან კენკრა, ტენიანობა დაახლოებით 20%. გამოშრობა ხდება ან ბუნებრივი გზით (მაგალითად, მზეზე) ან სამრეწველო მეთოდების გამოყენებით (მაგალითად, დეჰიდრატორით ან ბოსტნეულის საშრობით).

ჩირი მდიდარია ვიტამინებით (A, B1, B2, B3, B5, B6) და მინერალური ელემენტებით (რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი).

ჩირს აქვს ხანგრძლივი შენახვის ვადა და არ საჭიროებს შენახვას ცივ ადგილზე. ეს მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა და ამ თვალსაზრისით ის ახალი ნაყოფის მოსახერხებელი ალტერნატივაა (განსაკუთრებით, როდესაც არ არის ხილის სეზონი). თუმცა, შრობის პროცესში  ჩირი კარგავს ვიტამინი C-ს უმეტეს ნაწილს.

კულინარიაში ჩირს ამატებენ  ცომეულში, ხილის პურში, მშრალ საუზმეში, მუსლიში, ტკბილეულობაში, გამოიყენება აგრეთვე კომპოტის მოსამზადებლად. რადგან შრობის დროს (შეიძლება დაიკარგოს თავდაპირველი მასის 80%) ხასიათდება ბუნებრივი ტენიანობის დაკარგვით, ხშირად დაჰკრავს ძალიან ტკბილი ან მჟავე-ტკბილი გემო და თავისებური არომატი.