+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონდიტრო "სანდომი"


საკონდიტრო "სანდომი"


კითხვარი მართვაში აღებული ობიექტებისათვის

ძირითადი საშუალებები

 1. შენობები და ნაგებობი - დანიშნულება/აღწერა, ფართობი, ღირებულება, საექსპლუატაციო ვადა

 2. მანქანა-დანადგარები - დანიშნულება/აღწერა, ღირებულება, საექსპლუატაციო ვადა.

 3. ოფისის აღჭურვილობა - დანიშნულება/აღწერა, ღირებულება, საექსპლუატაციო ვადა.

 4. ავეჯი და სხვა ინვენტარი - დანიშნულება/აღწერა, ღირებულება, საექსპლუატაციო ვადა.

 5.  სატრანსპორტო საშუალებები - დანიშნულება/აღწერა, ღირებულება, საექსპლუატაციო ვადა.

 6.  ბიოლოგიური აქტივები - აღწერა, ღირებულება, ვადა.

 

დაფინანსების წყაროები

1.  სესხი - ვადიანობა, მიზნობრიობა (საბრუნავ კაპიტალი, ძირითადი საშუალებები), პირობები, ვალუტა

2. დამფუძნებლების შენატანები - აღწერა (ფულად/არაფულადი) ღირებულება

 

საოპერაციო ხარჯები:

1.  ხელფასები - ადმინისტრაცია (ანაზღაურება, ფუნქციები/როლები, რაოდენობა), პირდაპირი მუშახელი (გადამუშავება/რეალიზაციაზე, ანაზღაურება, ფუნქციები/როლები, რაოდენობა)                            

2.  კომუნალური ხარჯები - ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი, სხვა.

3.  კომუნიკაციის ხარჯები - ტელეფონი, ინტერნეტი, სხვა

4.  დაზღვევა - ქონების, თანამშრომლების, სხვა

5.  საიჯარო ქირა - ფართობი, ღირებულება

6.  რემონტი - შენობა-ნაგებობების რემონტი, მანქანა-დანადგარების რემონტი, სხვა (პერიოდული)

7.  საოპერაციო გადასახადი - ქონების გადასახადი, სხვა გადასახადი

8.  პროფესიული მომსახურება - აუდიტი, კონსულტაციები, სხვა

9.  მივლინებები

10.  კორპორატიული ღონისძიებები

11.  მარკეტინგული დანახარჯები - აღწერა, დანიშნულება, ჩამონათვალი, ღირებულება    

12.  გაუთვალისწინებელი  ხარჯები - ჩამონათვალი და ღირებულება

 

მარაგები

1.  საქონელი - რაოდენობა, ერთეულის საბალანსო ღირებულება

2.  ნედლეული და მასალები - რაოდენობა, ერთეულის საბალანსო ღირებულება

3.  დაუმთავრებელი წარმოება - რაოდენობა, ერთეულის საბალანსო ღირებულება, გადამუშავებისთვის საჭირო დრო, გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის აღწერა დანახარჯების მითითებით. პირდაპირი ხარჯები,  ზედნადები ხარჯები.                   

4.  მზა პროდუქცია

5.  სხვა მარაგები

 

რეალიზაცია - ბიზნეს პროცესის აღწერა რაც რეალიზაციას უკავშირდება

1.  რეალიზაცია - ფასი, რაოდენობა, კატეგორია, სად ხდება გაყიდვა. (ექსპორტი)?

2.  როგორ ხდება გაყიდვა? - საცალო? საბითუმო?

3.  როდის ხდება გაყიდვა?

4.  ანგარიშსწორების პოლიტიკა - ნაღდი? უნაღდო? კრედიტში - გადახდის ვადები?

5.  ტრანსპორტირება - ვისი სახსრებით ხდება ტრანსპორტირება? ვადები? დანახარჯები?

6.  დამატებითი ხარჯები - რეალიზაციასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები?

 

შესყიდვები - ბიზნეს პროცესის აღწერა რაც შესყიდვას უკავშირდება

1.  შესყიდვები - ფასი, რაოდენობა, კატეგორია, სად ხდება გაყიდვა (ექსპორტი)?

2.  როგორ ხდება შესყიდვა? - საცალო? საბითუმო?

3.  როდის ხდება შესყიდვა?

4.  ანგარიშსწორების პოლიტიკა - ნაღდი? უნაღდო? კრედიტში - გადახდის ვადები?

5.  ტრანსპორტირება - ვისი სახსრებით ხდება ტრანსპორტირება? ვადები? დანახარჯები?

6.  დამატებითი ხარჯები - შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა ხარჯები, აქციზი, იმპორტის გადასახადი, სხვ.?

 

საწარმოო პროცესის სრული აღწერა ინდუსტრიიდან გამომდინარე - საწარმოო პროცესების ჩამონათვალი და ვადები? თითეული პროცესის ხარჯები? წარმადობა? ნაწარმოები პროდუქციის წილი სრულ წარმოებაში, პროდუქტების ჩამონათვალი?

 

საწარმოების მართვის განხორციელება

შპს ინოსისტემსი არის ინფორმაციული სისტემა, რომელიც ქმნის ერთიან ფუნქციონალურ გარემოს და მენეჯმენტს. საშუალებას აძლევს მართოს კომპანია მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკების და სტანდარტების გამოყენებით.

შპს ინოსისტემს გთავაზობთ საწარმო რეჟიმების მოდერნიზაციას, მათი ეკონომიკური ეფექტურობის კუთხით. საწარმოების გონივრულ მართვასა და განკარგვას იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს  ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. ასევე, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტების შეთავაზებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

 

კომპანიის მართვასთან დაკავშირებული  რისკები მრავალფეროვანია, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფები, ბუღალტრული სკანდალები, გლობალურ ბაზრებზე ინტეგრაციის გამოწვევები, ინტერნეტ ძარცვები და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მოვლენებისა, რაც წარუმატებელი რისკ-მენეჯმენტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ, ზემოთაღნიშნული რისკების გათვალისწინებით, ეფექტურ და რაც მთავარია შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას საწარმოების მართვაში( მენეჯმენტში).  ჩვენ ვითვალისწინებთ რა ყველა რისკს და პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენსავე კომპანიაზე. შპს ინოსისტემსი განახორციელებს კომპანიის მართვას (მენეჯმენტს), ხოლო სანაცვლოდ დამკვეთი გადაუხდის მას მართვის მომსახურების საზღაურს იმ ოდენობით და წესით როგორც ეს შეთანხმებულია მხარეებს შორის. მართვის ძირითად მიზანს წარმოადგენს „კომპანიის“ მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესება, აგრეთვე კომპანიის მართვისა და ფინანსური სიტუაციის გაუმჯობესება წარმატებულობაზე დამყარებული მენეჯმენტ-მომსახურების გზით. კომპანიას ევალება მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული წარმატებულობის მაჩვენებლების მიღწევა. ჩვენ განვახორციელებთ კომპანიის ერთპიროვნულ მართვას,  კომპანიის მენეჯმენტის განმახორციელებელ ორგანოში საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით. შპს“ ინოსისტემსი“ ზედამხედველობას გაუწევს კომპანიის ყველა იმ ფუნქციის მართვას, რომლებიც აუცილებელია კომპანიის ეფექტური ფუნქციონირებისათვის. ეს მოიცავს კომპანიების კადრების ზედამხედველობას და მართვას ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით.

 

მართვის პროცესში შპს „ინოსისტემსი“ განახორციელებს:

1. თანხების კონტროლს, პასუხისმგებელია ამ თანხების მიზნობრივად გამოყენებაზე და მათ აღრიცხვიანობაზე;

2. კომპანიის დებიტორული ანგარიშების მართვას;

3. კომპანიის კრედიტორული ანგარიშების, მათ შორის საგადასახადო ორგანოებისათვის ან სხვა მესამე პირებისათვის გადასახდელი თანხების კონტროლს;

4. ბიუჯეტების მომზადებას, რომელიც დამტკიცდება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და ამ ბიუჯეტების შემდგომ განხორციელებას;

5. კრედიტებისა და სესხების მიღებას სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში;

6. ხელშეკრულებების დადებას და კომპანიის აუდიტს, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა;

7. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოებას;

8. კომპანიის სხვა ფინანსურ საქმიანობათა კონტროლს.

 

ჩვენი კომპანიას უფლება ექნება გამოიყენოს კომპანიის საკუთრებაში ან ოპერატიულ კონტროლის ქვეშ მყოფი ყველა აქტივი - მიწა, შენობა-ნაგებობები, ხელსაწყო დანადგარები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა აქტივები, რასაც ის ჩათვლის აუცილებლად სისტემის სრულყოფილად, გამართულად და რაც მთავარია, შედეგზე ორიენტურებულ მართვისთვის.

 

ჩვენს კომპანიას შეუძლია ასევე ჩამოაყალიბოს ან შეცვალოს კომპანიის ბიზნესორგანიზაციული სტრუქტურა, დაიქირაოს ახალი პერსონალი, სამსახურიდან გაათავისუფლოს არსებული თანამშრომლები, შემოიღოს ან გააუქმოს სამუშაო კატეგორიები, დააკისროს თანამშრომელს სხვა მოვალეობები, გაზარდოს ან შეამციროს ხელფასები, შეცვალოს ან შეიმუშაოს ახალი საშტატო პოლიტიკა და სხვაგვარად მართოს კომპანიის შრომითი რესურსები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე ჩვენიმ კომპანია მოიზიდავს საკუთარ, მაღალკუალიფიციურ პერსონალს, რომელიც საჭიროა კომპანიის მართვისთვის. კომპანიის საშტატო თანამდებობზე დანიშნულ პერსონალს შრომის ანაზღაურებით უზრუნველყოფს კომპანია.

 

ჩვენი კომოანია დამკვეთთან რეგულარულად შეათანხმებს ყველა საკითხს, რომელსაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება კომპანიის საქმიანობის მხრივ. დადებს კონტრაქტებს საქონელსა და/ან მომსახურებაზე მხოლოდ  კომპანიის თანხმობის საფუძველზე. კომპანიის თანამშრომლები შეასრულებენ ყველა მითითებას, ბრძანებას ან დირექტივას, რომლებიც დაკავშირებულია მათი უფლებამოსილებების და განსაზღვრული ამოცანების შესრულებასთან.

 

შპს“ ინოსიტემსი“ გასწევს მომსახურებას კეთილსინდისიერად, ეფექტიანად და ეკონომიკურად, ნადმვილი მეწარმის გულისხმიერებით. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ დამკვეთისა და კომპანიის კანონიერ ინტერესებს. ყოველ სამ თვეში ერთხელ წარვუდგენთ კომპანიის მენეჯმენტზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს (სამეთვალყურეო საბჭოს) ანგარიშს, ჩვენს მიერ გაწეულ საქმიანობის შესახებ. ასევე, ფინანსურ ანგარიშსა და სხვა ინფორმაციებს თუ ამას რათქმაუნდა, სამეთვალყურეო საბჭო მოითხოვს.

 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მინიჭებული იფლებამოვალეობების შესაბამისად შპს „ინოსისტემსი“ საკუთარ მოვალეობას შეასრულებს ნებისმიერი მესამე პირის სისტემური ან განგრძობადი ხასიათის მქონე ხელშემშლელი ჩარების გარეშე.

 

ჩვენი კომპანიის ანაზღაურება ზემოთაღნიშნული საქმიანობისა იყოფა სამ ნაწილად:

1. საწყისი საზღაური

2. მენეჯმენტის მომსახურების საბაზისო ღირებულება

3. წარმატებულობის შედეგების ანაზღაურება