+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მეცხოველეობა


მეცხოველეობა


მეცხოველეობა — სოფლის მეურნეობის დარგი, რომლის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მოშენება და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოება. მეცხოველეობა უზრუნველყოფს მოსახლეობას პროდუქტებით (რძე, ხორცი, კვერცხი და სხვა პროდუქტი), მსუბუქ მრეწველობას — ნედლეულით (მატყლი, ტყავი, ჯაგარი, ბეწვეული და სხვა), იძლევა გამწევ ძალას (ცხენი, ხარი, ვირი და სხვა), ორგანულ სასუქს. მეცხოველეობის პროდუქტებისა და მათი ნარჩენებისაგან ამზადებენ ცხოველურ საკვებს (მოხდილი რძე, ძვლისა და ძვალ-ხორცეულის ფქვილი და სხვა) , სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატს (ჰარმონიული პრეპარატები, სამკურნალო შტარი და სხვა). მეცხოველეობის ძირითადი დარგებია მეძროხეობა, მეცხვარეობა, მეღორეობა, მეფრინველეობა, მეთხეობა, მეცხენეობა, მეკამეჩეობა, მებოცვრეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა, მეაბრეშუმეობა, მენადირეობა.

მეცხოველეობის წარმოშობა იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ადამიანმა გარეული ცხოველები მოიშინაურა და სამეურნეო მიზნით გამოიყენა. მეცხოველეობის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული მემცენარეობის განვითარებასთან.

საქართველოში მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი იყო და არის. არქეოლოგიური გათხრები და ქართული მატერიალუტ-კულტურული ძეგლები ადასტურებს უძველეს პერიოდში მეცხენეობის, მეცხვარეობისა და მეძრობეობის განვითარების მაღალ დონეს. ხალხური სელექციის გზით შეიქმნა ჯიშები: იმერული და თუშური ცხვარი, ხევსურული და მეგრული ძროხა, თუშური და მეგრული ცხენი, მეგრული თხა, კახური ღორი, თიანეთური ინდაური, ქართული რუხი მთის ფუტკარი და სხვა.

 


იხილეთ ვრცლად