+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

შესაფუთი დანადგარები


შესაფუთი დანადგარები


„ინოსისტემსა“და „პაკ ლაინს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

კომპანია „პაკ ლაინი“დაარსდა 1994 წელს ვიქტორ კაცელის მიერ. მათ დაიწყეს მაღალკვალიფიციური საინჟინრო ბაზით და დღეს ისინი განვითარდნენ, როგორც მსოფლიოში აღიარებული წამყვანი შესაფუთი დანადგარების მწარმოებელი, აგრეთვე შესაფუთი დანადგარების მიმწოდებელი კომპანია კვების, რძის და კოსმეტიკური მრეწველობის უმსხვილეს და უფრო ცნობილ მწარმოებლებისთვის.

კომპანია „პაკ ლაინი“ ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია შეფუთვის ტექნიკის ფართო სპექტრის განვითარებასა და წარმოებაში.

კომპანია „პაკ ლაინის“  მიერ წარმოებული დანადგარების ხარისხი და ტექნიკური დონე აღიარებულია მთელს მსოფლიოში, მათ შორის დსთ-ს ქვეყნებში. „პაკ ლაინის“ დანადგარებზე შეიძლება დაფასოებულ იქნეს  მრავალფეროვანი, როგორც ტრადიციული, ასევე ექსკლუზიური სახის პროდუქტები სხვადასხვა ფორმისა და ზომის შეფუთვაში. ჩვენი დანადგარები აკმაყოფილებს ამერიკის CE, FDA, A3- ს სანიტარული სტანდარტების მოთხოვნებს რძის მრეწველობისთვის და წარმატებით მუშაობს ყველა კონტინენტის ათეულობით ქვეყანაში. მათი დანადგარების მაღალი ტექნიკური დონის, ხარისხისა და შედარებით დაბალი ფასების წყალობით, კომპანია წარმატებით კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ შესაფუთი დანადგარების სხვა წამყვან მწარმოებლებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენს კლიენტებს შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი საკვები და არასაკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოები. წარმოების ოპტიმალური ორგანიზაციის წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს შესაფუთი დანადგარების მიწოდებას უმოკლეს ვადებში. „პაკ ლაინის“ დანადგარების ძირითადი უპირატესობებია: საიმედოობა, მოვლა-შენახვისა და რემონტის სიმარტივე, ტექნიკური მომსახურეობის მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნები, მსოფლიო ანალოგებთან შედარებით დაბალი ფასები, დალაგებული მომსახურების სისტემა მსოფლიოსა და დსთ-ში.