+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ექსტრუდირებული საკვების დამამზადებელი დანადგარები


ექსტრუდირებული საკვების დამამზადებელი დანადგარები


„ინოსისტემსა“და „ქლექსტრალს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

ტექნოლოგიური ინოვაცია და ინტერნაციონალიზაცია ყოველთვის იყო „ქლექსტრალის“ განვითარების მამოძრავებელი ძალები და საშუალება მისცა გამხდარიყო ლიდერი მრავალი ქვეყნის ბაზარზე და მსოფლიოს ბევრ სფეროში.

1956 წლიდან „ქლექსტრალი“ მუდმივად აგრძელებს ძირითადი ტექნოლოგიის - ორშნეკიანი ექსტრუზიის გამოყენებას. 2002 წელს Afrem-ის შეძენამ „ქლექსტრალი“ გახადა მსოფლიო ლიდერი კუსკუსის წარმოების ხაზის მიწოდებაში, რომელიც დაფუძნებულია როტაციული საშრობის Rotante-ს ინოვაციურ ტექნოლოგიაზე.

„ქლექსტრალმა“ შექმნა ინოვაციური პროდუქტების და ტექნოლოგიების ფართო სპექტრი, რომლებიც ორიენტირებულია სამ სხვადასხვა ბაზარზე: "საკვები პროდუქტები და კომბიკორმი", "მწვანე მრეწველობა" და "ფხვნილის წარმოება". 60 წლის განმავლობაში „ქლექსტრალი“ ასევე აწოდებს ზუსტი დოზირების ტუმბოებს ენერგეტიკული და ქიმიური მრეწველობისთვის.

95 ქვეყანაში „ქლექსტრალის“ ტექნოლოგიების წარმატებაზე დაყრდნობით, ისინი წარმოდგენილნი არიან ხუთ კონტინენტზე და უზრუნველყოფენ მომსახურების მიწოდებას ადგილზე. ეს მრავალფეროვნება საშუალებას აძლევს თავისი წვლილი შეიტანოს, როგორც კულტურის, ასევე ტექნოლოგიის თვალსაზრისით.

კომპანიის სლოგანი თავის თავზე თვითონვე საუბრობს: ექსტრუზია სრულყოფილების ოსტატობაა.