+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

მეღვინეობა ხარება


მეღვინეობა ხარება


„ინოსისტემსა“და "მეღვინეობა ხარებას" შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული, კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.

თანამედროვე ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით "მეღვინეობა ხარება"-მ მოახდინა არსებული ქარხნის რეორგანიზაცია და მნიშვნელოვნად დახვეწა ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.

"მეღვინეობა ხარება"-ს აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი.

კომპანიის უმთავრესი მიზანია, დაწუროს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან. არსებული ჯიშების მოშენების გარდა, მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთი დანიშნულებაა, დაამუშაოს უძველესი ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშები.

"მეღვინეობა ხარება" აწარმოებს დასავლეთ საქართველოს ღვინოებს: ციცქას, კრახუნას, ცოლიკოურს, ოცხანურ საფერეს, ალადასტურს, უსახელოურს, აღმოსავლეთ საქართველოს ღვინოებს: რქაწითელს, მწვანეს, ხიხვს, ქისს, საფერავს, მუკუზანს, ქინძმარაულს, ახაშენს.

ღვინის დაგემოვნებისას თქვენ შეიგრძნობთ ახალგაზრდა ღვინის ყვავილოვანი არომატებიდან დაწყებული დაძველებული ღვინის საუკეთესო ბუკეტით დამთავრებულ გემურ შეგრძნებებს.

"მეღვინეობა ხარებას" გააჩნია ყურძნის 25 ჯიში, 7 ადგილწარმოშობა და 50 დასახელების ღვინო.