+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ფრაუ იმპიანტი


ფრაუ იმპიანტი


„ინოსისტემსა“ და „პროსერვისს“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

FRAU IMPIANTI აპროექტებს და აწარმოებს ზუსტად მომხმარებლის მოთხოვნასთან შესაბამისობაში შემდეგ დანადგარებს: პასტერიზატორებს HTST (ფირფიტოვანი ან მილისებური თბოცვლით), რძის პასტერიზატორებს ESL (გაფართოებული შენახვის ვადა), UHT სტერილიზატორებს რძისთვის, ნაღებისთვის, წვენებისთვის, ბავშვთა კვებისთვის ... სრულ გადამამუშავებელ ხაზს რძისთვის, იოგურტის წარმოებისთვის  და ფერმენტირებული პროდუქტებისთვის (იოგურტი, აირანი, ლებენი ...), სასმელების წარმოების ხაზს  ხილის წვენების საფუძველზე, რძესა და ყავაზე დაფუძნებულ სასმელების (კაპუჩინო, ცივი ყავა) ხაზს, სრულ ხაზებს რძის შრატის გადამუშავებისთვის.

ჩვენი პროდუქციის ნაწილია: ნედლი რძის მიღების ჯგუფები, რძე და წვენების დეგაზატორები/დეოდორატორები (კომპლექტში არომატის აღდგენ სისტემებთან), მემბრანის ტიპის კონცენტრატორები, ამაორთქლებლები, ნაყინის ნარევების წარმოების ხაზები, მინი ქარხნები, ასეპტიკური რეზერვუარები, დასუფთავების ადგილები, გადამამუშავებელი ხაზები მცენარეული ნაღების (აგრეთვე მაიონეზის) წარმოებისთვის, დანადგარები ლუდის წარმოებისთვის (500 ლიტრიდან 3000 ლიტრამდე).

სურვილის შემთხვევაში, Frau Impianti-ს შეუძლია შეითავსოს თქვენი პირადი რეფერენტის ფუნქცია, ანუ მომწოდებელის, ხელი შეგიწყოთ სრულის ციკლის განხორციელებაში რძის მიღებიდან მის დაფასოებამდე და შეფუთვამდე, მათ შორის მომსახურების შეთავაზება. უზრუნველყოფას ახდენს საკუთარი ტექნიკური სპეციალისტებით.

Frau Impianti პროდუქციის მიწოდებას თან ახლავს მონტაჟი და ექსპლუატაციაში ჩაშვება, აგრეთვე დამკვეთის პერსონალის დატრენინგება. მოთხოვნის ან საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ასევე ვასრულებთ არსებული ხაზების მომსახურებას და მათ მოდერნიზებას. ჩვენი მშობელი კომპანია ECOR SpA-ს დახმარებით, ჩვენ შეგვიძლია ასევე შემოგთავაზოთ უჟანგავი ფოლადის მასალები, როგორიცაა მილსადენები, ფიტინგები, მომსახურე პლატფორმები და სხვ.