+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

რედა


რედა


„ინოსისტემსა“და რედას“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.

REDA არის კვების მრეწველობის დანადგარების საერთაშორისო მომწოდებელი. მათი წამყვანი ტექნოლოგიური კვლევები და საპროექტო სამუშაოები არის წარმატების საფუძველი.

REDA-ს ტექნოლოგიები ეფუძნება მაღალ ხარისხს, ეფექტურობასა და საიმედოობას, მათ აქვთ ერთი მიზანი: კლიენტის მოთხოვნების უზრუნველყოფა საუკეთესო გადაწყვეტილებებით.

მათი 30 წლიანი ისტორიის განმავლობაში მათ შეიმუშავეს საუკეთესო ტექნოლოგიები თხევადი პროდუქტების ფართო სპექტრის წარმოებისთვის, მათ შორისაა სითხეები მყარი ნივთიერებებით ან მაღალი სიბლანტის პროდუქტები.

წარმოების ინჟინრებსა და დირექტორებს გააჩნიათ კვების მრეწველობაში მუშაობის უდიდესი გამოცდილება  და ცოდნა. მათ შეუძლიათ შემოგთავაზონ, რეკომენდაცია გაგიწიონ და შეიმუშავონ შესაბამისი დანადგარები და გადაწყვეტილებები თქვენი საწარმოო მოთხოვნებისთვის.

მათი მიზანია განავითარონ შესანიშნავი ხარისხის დანადგარები: ისინი ახორციელებენ დანადგარის და მოწყობილობის ცალკეული ნაწილების მიწოდებას  ან ავითარებენ უნიკალურ გადაწყვეტილებებს, ამასთანავე ინარჩუნებენ წარმოების საკითხებში შეუდარებელ მოქნილობას.

ორივე შემთხვევაში, მათი დანადგარები ოპტიმალურად მოიხმარენ ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა ბუნებრივ რესურსებს, მაქსიმალური წარმოების ეფექტურობის შენარჩუნებით.